შავი ღრუბელი
სქელო ღრუბელო
შავი და ბნელი
სამშობლოს მხარეს გადაეფარა,
სხივთა მფენელი
ჩვენს სანუგეშოდ სჩანდა აღარა.
მაგრამ რა გაჰკრა ელვამ სივრცეზე,
მიკლაკნ-მოკლაკნა თვისი სხივები,
სამარადისოთ მე მომეჩვენა
გარდმოვლენილი ცით ნაპერწკლები.
ელვა მსწრაფლ გაქრა,
ისევ დაფარა
სამშობლო მხარე უკუნმა ბნელმა,
ცას ცრემლები სდის
ტირის მარადის
გული წაიღო ისევ ნაღველმა!...
No comments:
Post a Comment