არწივი
არწივი ვნახე დაჭრილი
ყვავ-ყორნებს ეომებოდა
ეწადა ბეჩავს ადგომა
მაგრამ ვეღარა სდგებოდა
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ,დედას თქვენსა,ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს გაფანტულს ველადა!
გაშლილს გაფანტულს ველადა!
No comments:
Post a Comment